პრეზიდენტის იმპიჩმენტი

02 სექტემბერი 2023, 18:01 577 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას“. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს და არც „არავისთან ხვეწნას არ აპირებენ“.

მმართველ პარტიაში იციან, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტების რეაქციები ცნობილია.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

როგორც აცხადებენ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში