ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია -  მამუკა მდინარაძე

04 სექტემბერი 2023, 21:24 588 ნახვა

ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ეს პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება.

„ნაცმოძრაობისგან“ რაღაცის არკადრების მოლოდინი არ გვაქვს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ამას თქვენგან ვიგებ, დაადასტურა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, თუ მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის რაღაც ზღვარი, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით. შეუძლებელია, ეს დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის მიუხედავად, რაზეც უკვე წავიდა. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა რამდენად მორალურია „ნაცმოძრაობის“ საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს – შეუძლებელია, პოლიტიკოსი და ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გამო ვიწყალებდე ერთ კაცს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში