ფინანსური წახალისება 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის

06 სექტემბერი 2023, 14:43 1490 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერად ფინანსურ ჯილდოს გასცემს. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დაინტერესებულმა პირებმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ დოკუმენტები. სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარია გამოყოფილი, აქედან 100% გრანტის მფლობელ 7 სტუდენტისთვის წელს 14 ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში