სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

06 სექტემბერი 2023, 18:04 486 ნახვა

პრეზიდენტი, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. ემანუელ მაკრონის განცხადებით სალომე ზურაბიშვილთან საუბარი ჰქონდა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში