სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

07 სექტემბერი 2023, 17:53 556 ნახვა

"ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინა ორი მუხლის დარღვევა - რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და რომ ეს იყო პოლიტიკური ხასიათის. სასამართლომ არც ერთ დარღვევა არ დაადგინა.როგორც ევროსასამართლოს გამოქვეყნებულ რელიზსა და გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, ნიკა მელიას მტკიცების საპირისპიროდ, არ ჩანს, რომ ის იყო ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება გირაოს პირობებს, ხელისუფლებამ არ შეზღუდა განმცხადებლის საპარლამენტო მანდატის შესრულება, რის შედეგადაც მან მოიპოვა განახლებული ადგილი პარლამენტში,რათამონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში