ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში

01 მარტი 2017, 00:00 3111 ნახვა

აჭარის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში დღეს დასრულდება. დელეგაციამ ასტანადან დღეს აქტაუში გადაინაცვლა, სადაც აჭარასა და აქტაუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი, დაგეგმილია შეხვედრები პორტში. ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უკვე გამართა შეხვედრები ყაზახეთის პრემიერ მინისტრთან ასევე აკიმთან. აუდიენციები შედგა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, გაიმართა საინვესტიციო ფორუმი.  გაიმართა პირისპირ შეხვედრები ნავთობისა და გაზის კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ბათუმი -ა სტანის რეგულარული და ჩარტერული რეისების დანიშვნის საკითხი. დაიგეგმა ბიზნესმენთა ვიზიტი საქართველოში. ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული ინვესტორთა ჯგუფი აჭარაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

ამავე კატეგორიაში