ჯოზეფ ბორელის ვიზიტი - შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

08 სექტემბერი 2023, 14:50 507 ნახვა

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის,ჯოზეფ ბორელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დილიდან დაიწყო,გაიმართა ილია დარჩიაშვილის და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება - რეფორმების პროცესი გაგრძელდება მანამ,სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობილია ასევე, რომ ჯოზეფ ბორელი გეგმავს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას და რუსული აგრესიის შედეგების საკუთარი თვალით ნახვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში