ჯოზეფ ბორელის ვიზიტი

08 სექტემბერი 2023, 14:50 524 ნახვა

საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი - ეს გზავნილი გაახმოვანა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პარლამენტში, პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრის დროს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლები, საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით შეხვედრაზე მკაფიო შეფასებები გაკეთდა, რომ საქართველომ სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდაციები დროულად უნდა შეასრულოს.

მმართველმა გუნდმა კი ჯოზეფ ბორელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა კონკრეტული რეფორმები გატარდა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. 

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში