ვიზალიბერალიზაცია

01 მარტი 2017, 00:00 3204 ნახვა

ორი საათი რჩება ისტორიულ ხელმოწერამდე. დღეს  ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.  განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.  პრემიერ-მინისტრი უკვე  ბრიუსელშია.  ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან.

ამავე კატეგორიაში