საქართველოს ევროპული პერსპექტივა 

10 სექტემბერი 2023, 20:09 621 ნახვა

ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სამი თვით ადრე ''ოცნება'' პრეზიდენტის, ოპოზიცია კი პრემიერის იმპიჩმენტზე საუბრობს - აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე - ოპოზიციის ნაწილის მოლოდინი პოზიტიურია.

მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის სასარგებლოდ მიიღებს, თუმცა ეს ხელისუფლების დამსახურება არ იქნება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი.

ამბობენ, რომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რაც ქვეყანას სტატუსის მიღების შანსს უკარგავს. 

ოპონენტების საპასუხოდ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ნაცვლად ოპოზიციისა, ევროინტეგრაციის პროცესისთვის საქართველო კანდიდატის სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში