თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 

11 სექტემბერი 2023, 11:04 800 ნახვა

მესამე საკონკურსო დღესაც ტრადიციულად ბათუმის ფესტივალის პროგრამაში 2 სპექტაკლია. 13 საათზე  მაყურებელი “კონკიას“ ნახავს. სპექტაკლს თბილისის თოჯინების თეატრი წარადგენს, 19 საათზე კი გურჯაანის თეატრალური დასი პრემიერით წარსდგება და სპექტაკლს “სიზმარში დაკრეფილი ყვავილები“ ითამაშებს. პარალელურად გაიმართება მასტერკლასები.

დღეს ფესტივალის მონაწილე მსახიობებსა და რეჟისორებს ჟიურის წევრი მარინა იუჯე შეხვდება და ჩრდილების თეატრის თემატიკაზე ჩაატარებს სემინარს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში