ენმ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვს

01 მარტი 2017, 00:00 4092 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას მოითხოვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სახელმწიფოს  მიერ პროგრამის გაუქმებით ხულოს ბიუჯეტი მილიონი ლარით შემცირდა და სოფლის მოსახლეობა პრიორიტეტების გარეშე დარჩა. ჯორბენაძე თვითმართველობას მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართონ სოფლის მოსახლეობისთვის თანხების გადაცემასთან დაკავშირებით.  ხულოს გამგეობაში ოპონენტთა შენიშვნები უსაფუძლოდ მიაჩნიათ. გამგეობაში განმარტავენ, რომ აჭარის ბიუჯეტში სოფლის მოსახლების დასახმარებლად გათვალისწინებულია 25 მილიონი ლარი, რომელიც სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტბს მოხმარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში