ცვლილება საარჩევნო კოდექსში

11 სექტემბერი 2023, 11:08 509 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მმართველი გუნდი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე საჭირო 90 ხმა იქნება, მეორე კენჭისყრაზე 76. ასევე შესაძლებელი იქნება განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება და აქაც საჭირო 76 ხმა იქნება.

თუ ვერცერთი კენჭისყრის შედეგად კანდიდატების არჩევა ვერ მოხდება, საპარლამენტო კენჭისყრების შემდეგ პროცესში პრეზიდენტი ჩაერთვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში