პრეზიდენტის ვიზიტი ბელორუსში

01 მარტი 2017, 00:00 2064 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ესტუმრა. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უკვე დაიწყო. დამოუკიდებლობის სასახლეში პრეზიდენტების  პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბოლო პერიოდში საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ განხორციელების გზით, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის პროცესი, რასაც მიმდინარე წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიისათვის სახელწოდების შეცვლის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმიც ადასტურებს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის. 

ამავე კატეგორიაში