შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან

11 სექტემბერი 2023, 14:33 753 ნახვა

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მდგრადი ქალაქების პროექტი და ურბანული ლაბორატორიის კონცეფცია განიხილეს.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს GIZ-ის მხარდაჭერით მომზადებული, ძველ ბათუმში ფეხით გადაადგილების კონცეფციის სატესტო რეჟიმში განხორციელების საკითხზე.

პროექტი „მდგრადი ქალაქები საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქების ხელშეწყობას კლიმატზე ორიენტირებული, ინტეგრირებული ურბანული განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.

მდგრადი ქალაქების პროექტში მონაწილეობის მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტმა საკონკურსო განაცხადი სამი თვის წინ წარადგინა.

ბათუმის შერჩევის შემდეგ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურბანული ლაბორატორიის მოწყობა GIZ-ის სპეციალისტებისა და მერიის წარმომადგენლების ჩართულობით. პროექტის პირველი ფაზა 2023-2025 წლებს მოიცავს და მისი ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში