შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

01 მარტი 2017, 00:00 1663 ნახვა

ლევან იზორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმის ფარგლებში საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში