მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა

12 სექტემბერი 2023, 10:08 684 ნახვა

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში