ჯოზეფ ბორელი - „ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა“

12 სექტემბერი 2023, 12:03 552 ნახვა

,,საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა“ - ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ  იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად.

მიაჩნია, რომ  პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. განცხადებაში  საუბარია  12 პრიორიტეტზე, შესრულების დინამიკასა და მიღწეულ შედეგებზე.    

ბორელი წერს, რომ  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის ძალისხმევის კოორდინაციას უახლოეს პარტნიორებთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში