ცესკოს დაკომპლექტების წესი - „სამართლიანი არჩევნების" განცხადება 

12 სექტემბერი 2023, 14:05 536 ნახვა

ცესკოს დაკომპლექტების წესთან პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების შესახებ "სამართლიანი არჩევნები" განცხადებას ავრცელებს.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ  ინიციირებული ცვლილებები არსებითად არ აგვარებს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ პრობლემებს, კერძოდ, ცესკოს წევრობის/თავმჯდომარეობის კანდიდატებს წინა ცვლილებებით მიღებული წესის მსგავსად, კვლავ  პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა. 

ეს ფაქტორები ცესკოს დამოუკიდებლობას ასუსტებს და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთი პარტიის გავლენის განმტკიცებას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში