პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი 

12 სექტემბერი 2023, 15:00 500 ნახვა

როგორც იცით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება, საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკური დღის წესრიგი კი სხვაგვარია. ისინი პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვენ.        

ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნაა გამოქვეყნდეს ინფორმაცია და წყარო ფინანსების, რითიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მიუნხენში გაემგზავრა, საუბრობენ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნებზე.

პარტია ''ლელო ''იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხმების მობილიზებისთვის კოლეგებთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, თუმცა ამ იდეას და ინიციატივას არ იზიარებს პარტია ''საქართველოსთვის'', ამიტომ სავარაუდოა, რომ ოპოზიცია პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმების მობილიზებას ვერ შეძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში