პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას ბუნტის შესახებ უარყოფს

12 სექტემბერი 2023, 17:49 845 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია. როგორც  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. აქვე გეტყვით, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია და 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში