ხელმოწერით დადასტურებული საბოლოო თანხმობა

01 მარტი 2017, 00:00 2118 ნახვა

უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს, ხელი ოფიციალურად მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა. ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ანუ საკანონმდებლო მაცნეში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.  ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის დელეგაცია ესწრებოდა, რომელსაც  მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. 

ამავე კატეგორიაში