საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზები დასჭირდებათ

13 სექტემბერი 2023, 15:01 508 ნახვა

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზის აღება დასჭირდებათ. ახალი რეგულაცია ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან 21 დღეში.

ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 2018 წლიდან, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში