გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე

13 სექტემბერი 2023, 19:49 1408 ნახვა

ლეღვაში სასტიკად მოკლული გიორგი ალხანიშვილის საქმეზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შესავალი სიტყვები მოისმინა.გამოძიების მტკიცებით გიორგი ალხაზაშვილს ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა შურისძიების მოტივით მიმდინარე წლის  8 მაისს ბასრი დანით 19 ჭრილობა მიაყენა და ის ადგილზე გარდაიცვალა. სასტიკ მკვლელობას ის გარემოება ამძიმებს,რომ  პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ   იცოდნენ ბაჟუნაიშვილის მეგობრებმა და  დანაშაულის შესახებ  სამართალდამცავებს არ შეატყობინეს. ამ ბრალდებით პასუხისგებაში მთავარი ეჭვმიტანილის ბიძაა მიცემული, რომელსაც 15 ათასიანი გირაო შეუფარდეს. ოჯახის ადვოკატი  ამბობს, რომ სახეზეა ჯგუფურად  ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მისი მტკიცებით,  საქმეში სხვა პირიც,ალექსანდრე ბაჟუაშვილის შეყვარებულიც ფიგურირებს, თუმცა ის მხოლოდ მოწმის სტატუსით არის გამოკითხული.ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში ქვეყნის დატოვება მოახერხა. ის  დაახლოებით ერთი თვის წინ  დიდი ბრიტანეტში დააკავეს.უცნობია მისი ექსტრადაციის თარიღიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში