გავრცელებული ინფორმაცია, ხელვაჩაურის მერის ოჯახის წევრების ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების ვიზიტის შესახებ წარმოადგენს დეზინფორმაციას - ხელვაჩაურის მერია

14 სექტემბერი 2023, 09:41 590 ნახვა

გავრცელებული ინფორმაცია, ხელვაჩაურის  მერის ოჯახის წევრების და ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების კვიპროსში ვიზიტით ყოფნასთან დაკავშირებით წარმოადგენს დეზინფორმაციას, ისინი იმყოფებიან საქართველოში და არ დაუტოვებიათ ქვეყანა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში და შეხვედრას გამართავს ქ.ლარნაკას მერთან.

"ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

მოგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში და შეხვედრას გამართავს ქ.ლარნაკას მერთან.

რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას მერის ოჯახის წევრების და ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების ვიზიტში ყოფნასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ რომ ისინი იმყოფებიან საქართველოში და არ დაუტოვებიათ ქვეყანა.

რაც შეეხებება მერის ვიზიტს, ქალაქ ლარნაკას მერთან შეხვედრის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ლარნაკას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური პროექტების შემუშავება და გამოცდილებების გაზიარება.

ასევე, ხელვაჩაურის მერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების, საგუნდო და ტრადიციული ბენდების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილებას იღებენ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები"- აღნიშნულია ხელვაჩურის მერიის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში