ხელვაჩაურის მერის და მერიის დელეგაციის ვიზიტი კვიპროსში - განცხადებები

14 სექტემბერი 2023, 11:19 716 ნახვა

ხელვაჩაურის მერი მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან კვიპროსში სამუშაო ვიზიტით იმყოფება - ეს განცხადება დღეს ხელვაჩაურის მერიაში გააკეთეს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერი და საკრებულოს წევრები ოჯახებთან ერთად კვიპროსში საბიუჯეტო ხარჯებით იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. აცხადებენ, რომ მერის და საკრებულოს თავმჯდომარეების ოჯახები საქართველოში იმყოფებიან.  

უწყებაში ამბობენ, რომ მზად არიან ვიზიტთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია გაასაჯაროვონ. ამ განცხადებას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები კი არ ენდობიან და ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას და შესწავლას გეგმავენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში