სალომე ზურაბიშვილი: „საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები“ 

14 სექტემბერი 2023, 12:02 552 ნახვა

“საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი  “ტვიტერზე“ წერს და ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ფონ დერ ლაიენს მისი განცხადებისთვის და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები ხვალინდელი ევროპისთვის "მკაფიო ხედვასა და გზას" განსაზღვრავს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის მომავალსაც გაიზიარებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში