ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა

14 სექტემბერი 2023, 14:13 561 ნახვა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი და არც პოლიტიკური შინაარსი. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ თემის გამოყენებას და საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა არაარსებით საკითხებზე, როგორიც იმპიჩმენტია. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, – ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე განიხილება მათ შორის ფორმა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ დატოვოს დარბაზი იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში