დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა

14 სექტემბერი 2023, 19:45 546 ნახვა

ბრიუსელის 12 რეკომენდაციდან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას უნდა მოემსახუროს. კომისიის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, რომელშიც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. კონკრეტულად რა საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს სამოქმედო გეგმა, ამ ეტაპზე უცნობია. მიღებულ დოკუმენტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება. ოპოზიციას უკვე აქვს კითხვები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში