მუსიკალური ფესტივალი მარტვილში 

16 სექტემბერი 2023, 14:44 678 ნახვა

კამერული მუსიკის  IX  ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გრძელდება. დღეს მარტვილში მსმენელს შესაძლებლობა აქვს  საფორტეპიანო მუსიკას მოუსმინოს - ნორჩი ქართველი ტალანტების შესრულებით.

ფესტივალი სამდღიანია და იმ ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველმა და ფრანგმა დიდგვაროვნებმა - დადიანებმა და მიურატებმა მარტვილში, სალხინოს საშემოდგომო რეზიდენციაში საფუძველი ჩაუყარეს.

სალხინოს სასახლე 2015 წლიდან საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის საკონცერტო საღამოები რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში - ღია ცის ქვეშ იმართება.

„სალხინოს კამერატა“ სამეგრელოს რეგიონში კლასიკური მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში