პარლამენტი ცესკოს კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

18 სექტემბერი 2023, 12:02 563 ნახვა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს იწყებს. საუბარია, ცესკოს დაკომპლექტების წესზე.

"ქართული ოცნების" მიერ რეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტზე  საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებზე იმსჯელებენ.

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას უნდობლობით უყურებს და პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.  

თუ კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არ იქნება,  საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით დანიშნავს.საკითხი პოლიტიკური განსჯის თემა გახდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ''ქართული ოცნება'' დამოუკიდებელ კანდიდატს აირჩევს და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ერთპიროვნულად მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში