პარლამენტი ცესკოს კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

18 სექტემბერი 2023, 14:04 483 ნახვა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს იწყებს. საუბარია ცესკოს დაკომპლექტების წესზე. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას უნდობლობით უყურებს და პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.  

თუ კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არ იქნება, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით დანიშნავს.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებელ კანდიდატს აირჩევს და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ერთპიროვნულად მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში