პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

20 სექტემბერი 2023, 12:02 490 ნახვა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

მთავრობის  პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში