ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ, მუდმივად იქნება ე.წ. პოლარიზაციის მცდელობები - ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2023, 13:04 574 ნახვა

ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თხოვნით მიმართა ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდნენ.

„ხედავთ, ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ და მუდმივად ეს მცდელობები იქნება ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების, მათ შორის ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას. თან ვხედავთ როგორ აკეთებენ ვითომ კაცები, ქალებს იფარებენ ხოლმე, როცა ასეთი სიტუაცია იქმნება.

ყველას ვთხოვდი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა რთულია, მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ ალბათ სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ ხოლმე თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში