„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსა

20 სექტემბერი 2023, 14:39 545 ნახვა

დღეს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რღვევა დაწყებულია, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია და ოპოზიცია გამარჯვების გოლს აუცილებლად გაიტანს.

„ჩვენს უკან დგას ქართული სამშობლო, მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური ქსელი. ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება, ხედავთ, როგორ იცავენ რუსულ ჯაშუშურ სისტემას საქართველოში. ფარცხალაძე  არ არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის მთელი ჯაშუშური ქსელი, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში. ჩვენ ქართველი პატრიოტები, არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ფიზიკური იქნება? ფიზიკურ პასუხს მიიღებენ. როგორი დაჩმორებულიც იყო კობახიძე დღეს, ასეთი დაჩმორებული გაიქცევიან რუსები საქართველოდან. საქართველო რუსების საჯიჯგნი არ იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, ეს ნიშნავს რომ მათ უნდათ, ჩვენ მთლიანად ფინანსურ იზოლაციაში მოვექცეთ, არ გვექნება ხელფასების აღების შესაძლებლობა, გადარიცხვების შესაძლებლობა, ჩამოიშლება მთელი ფინანსური სისტემა და თუ ვინმეს რამე დანაზოგი აქვს და ბიზნეს სექტორს რამე აქვს, ყველაფერი განულდება. ამაზეა საუაბრი მივესალმები, რომ რიგი ბანკები არ ემორჩილებიან ეროვნბული ბანკის გადაწყვეტილებას. მივესალმები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, რომლებმაც დატოვეს საბჭო.

დღეს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენ თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს, ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც არიან „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ რღვევა დაწყებულია, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია და ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ. პატრიოტები ვართ აქეთ, იქეთ არიან რუსი ჯაშუშები. წინ არც ერთი ნაბიჯი უკან, ვიბრძოლოთ ბოლომდე. როგორც ლაჩრულად დღეს გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, კიდევ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ, არც ერთი ნაბიჯი უკან“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტთან, აქციას აანონსებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში