კლიმატური ამბიციების სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში 

21 სექტემბერი 2023, 10:44 432 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრენადის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე  აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ტიმორ-ლესტეს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მხარეთა შეფასებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში