დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს - გურამ მაჭარაშვილი

21 სექტემბერი 2023, 11:53 516 ნახვა

დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრინციპულობა არ აღმოაჩნდათ, როცა  სამშობლოსა და კონსტიტუციის დაცვის საკითხი დადგა, მათ ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს, - ამის შესახებ  "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია იწერება.

"ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ისტორია იწერება. ისე არ არის, ზეწოლას ვეღარ გავუძელი და გადაწყვეტილებას მივიღებო. არ ვიცი, ასეთი არასწორი და დასანანი გადაწყვეტილება, მაგრამ შესაბამისი ზეწოლა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი - ზეწოლა უცხოური ძალებისგან. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. აქ ფარცხალაძის დაცვაზე არ იყო საუბარი. მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ პრინციპულობა არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების დაცვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს.

"მერამდენედ უნდა გამოჩნდეს, რომ ეს ხალხი პირდაპირი აგენტები არიან და ნებისმიერ საკითხს პოლიტიკისთვის იყენებენ. ეროვნული ბანკის ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლო და უარგუმენტო სანქციებისგან დაიცავს. როცა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, მასზე დაცვის ეს მექანიზმი ვერ გავრცელდება. ანუ, ეს ბრძანება გამოიცა არა ფარცხალაძისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამწუხადოდ, უცხოური ხალხის წარმომადგენლების სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს - სტატუსი არ გვეკუთვნის, იარაღს ავიღებთო, რევოლუცია გვინდაო. პრეზიდენტი რეზიდენტი იყო და როცა მართლა რეზიდენტი გახდა, ახლა პრეზიდენტს ეძახიან. ეს მათი რეალური სახეა. ეს ხალხი ამერიკაზე, უკრაინაზე საუბრობს და არც ერთ შემთხვევაში საქართველოზე. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა იძირება და ჩვენ არ ჩავყვებითო. ეს ხალხი საქართველიში ამერიკისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში