ხმაური პარლამენტის სხდომაზე

21 სექტემბერი 2023, 14:44 507 ნახვა

პარლამენტის სესიიდან გააძევეს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე. „კობახიძე და მდინარაძე მეძახიან აგენტს, სპიკერი მიკროფონს გვირთავს და უმრავლესობა ტაშს უკრავს - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც მას მდინარაძესთან შელაპარაკების შემდეგ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მისი თქმით, უმრავლესობას სურს ოპოზიცია გაჩუმდეს და არგუმენტები რომ არ აქვთ მათი კითხვების საპასუხოდ შეურაცხყოფაზე გადადიან ან მიკროფონს თიშავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში