პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი აირჩია

21 სექტემბერი 2023, 15:08 585 ნახვა

ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია. მანამდე პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხზე პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.

კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში