საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური შეხვედრები

22 სექტემბერი 2023, 10:58 492 ნახვა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა. 

მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ასევე თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, უზბეკეთის,  გვატემალის, მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში