პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

22 სექტემბერი 2023, 12:08 776 ნახვა

პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოს სასახლეში შესვლა ეზღუდებათ, თუმცა აკრძალვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.   

რაც შეეხება სავარაუდო მიზეზს, დღეს პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენაა ჩანიშნული, ამიტომ მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები.  

საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან შსს-ს და ეკონომიკის მინისტრებს.

უკვე ცნობილია, რომ მთავარი კითხვა რაზეც ვახტანგ გომელაურისგან ოპოზიცია პასუხს ითხოვს - შოვის ტრაგედიაა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში