პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

22 სექტემბერი 2023, 14:45 646 ნახვა

მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია დასრულდება, პარლამენტში უნდა მივიდეს შსს-ს მინისტრი.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოითხოვს განმარტებას ვახტანგ გომელაურისგან იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის პრევენცია და როგორც ამბობენ, ძალოვანი მინისტრის პასუხებზე იქნება დამოკიდებული დადგება თუ არა დღის წესრიგში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელმაც სწორედ შოვის ტრაგედიის საკითხებზე უნდა იმუშავოს.  

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ოპოზიციისგან ელოდებიან შოუს, რის საშუალებასაც უმრავლესობის მტკიცებით, მათ მისცემენ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში