ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე

22 სექტემბერი 2023, 15:18 526 ნახვა

თბილისის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა იყო.

სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. 

ხმაური ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზარნაძის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში