„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა 

22 სექტემბერი 2023, 21:40 547 ნახვა

გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.

დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში