ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის 6 პირი დააკავეს

23 სექტემბერი 2023, 18:00 607 ნახვა

გლდანში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.დაკავებულია ასევე ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ ადგილზე მივიდნენ. მათ პოლიცია წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ნიკა მელიას შეხვდა სპეციალური საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი, თუმცა მისი თქმით ნიკა მელიამ მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში