პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შორის კვლავ განხილვის საგანია.
ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას არასწორ ნაბიჯს უწოდებენ და მმართველ გუნდთან დაპირისპირებას უკავშირებენ. ''ქართულ ოცნებაში'' კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს მის უფლებამოსილებას და საკითხის მნიშვნელობას.