საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

26 სექტემბერი 2023, 11:44 497 ნახვა

ორი დღეა ბრიუსელში ილია დარჩიაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ხვალ კიდევ რამდენიმე ორმხრივი განხილვაა დაგეგმილი. მთავარი თემა ქვეყნის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა  ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან გაიმართა. განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა.

მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. მანამდე კი მინისტრი საშინაო საკითხებში ევროკომისარსაც შეხვდა.

მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარსაც შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში