აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა  

27 სექტემბერი 2023, 15:00 675 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა. უწყების ინფორმაციით, მომავალ წელს  სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარესთან შედარებით  21.9%-ით გაიზრდება და 51 მილიონ 255 ათასი ლარი იქნება. ჯამში, სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 33 პროგრამას განახორციელებს. 

25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით.

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი.

30%-ით გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი.

თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით ყველა პაციენტს დაუფინანსდება სრულად.

5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციისთვის.

მომავალ წელს ასევე იზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი.  2024 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 12 პროგრამას განახორციელებს. 

დასაქმების სააგენტოს  პროგრამული ბიუჯეტი კი  605 ათასი ლარი იქნება და  8 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში