ლავროვის განცხადება - შეფასებები

28 სექტემბერი 2023, 17:40 587 ნახვა

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე "არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა"-ამტკიცებენ ქართულ ოცნებაში. აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს, "საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობას შორის მოლაპარაკებად გაასაღოს".ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა. თემაზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით  საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ დაეთანხმა უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენაზე რუსეთის გადაწყვეტილებას და გაფორმდა შეთანხმება, საქართველოს მთავრობის სახელით კი არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში