შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები

02 ოქტომბერი 2023, 11:29 570 ნახვა

გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით. ჩატარებული არჩევნები ბრიფინგზე შეაფასა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ   გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევა მიულოცა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში